|
2023-05-03 14:08:16, 824 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც „ლგბტ პროპაგანდას“ შეზღუდავს
"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ "ლგბტ პროპაგანდის" შეზღუდვასთან დაკავშირებით, კანონპროექტის მომზადება იგეგმება. როგორც ინჯიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართული სახელმწიფოსთთვის ამის პროპაგანდა მიუღებელია". "კანონპროექტს მოვამზადებ, რომელიც "ლგბტ პროპაგანდას" შეზღუდავს. "ლგბტ პროპაგანდა" ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს და მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ეს მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის. სხვა ორიენტაციის ადამიანები ყველა ქვეყანაში არის. ასეთი იყო საქართველოში ბევრი ცნობილი ადამიანი, ვინც ყველასთვის პატივსაცემი იყვნენ. მათ ორიენტაციას არავინ ეხებოდა. ეს ადამიანის საქმეა, მაგრამ ამის პროპაგანდა და აგიტაცია მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. რომ გამოდიხარ დრო დროშებით და დარბიხარ, ამას უყურებენ ბავშვები, მოზარდები და მოსახლეობა, რაც მიუღებელი ქართველი ხალხისთვის",- ამბობს ინჯია. შეგახსენებთ, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონის მიღებას გეგმავს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)