|
2023-05-02 14:27:54, 764 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - აქციას, რომელსაც ერქვა „მოვდივართ“, სინამდვილეში მისი სახელია „მივდივართ“ - გამომსვლელებმა პუტინის ტექსტი გადმოიღეს
აქციას, რომელსაც სიმბოლურად ერქვა სახელი „მოვდივართ", სინამდვილეში მისი ნამდვილი სახელი იყო „მივდივართ", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციაზე გამომსვლელებმა პირდაპირ გადმოიღეს თებერვალში, სახელმწიფო დუმაში ვლადიმერ პუტინის გამოსვლის ტექსტი. „არცერთი თეზისი არ დაუკლიათ, დაწყებული ევროპისა და ამერიკის ძაგებით, სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის საკითხებით, რომ თურმე დასავლეთი ჩვენს მართლმადიდებლურ მორალს ანადგურებს. ერთმა ისიც თქვა, სუვერენული ეკონომიკა გვინდაო. პუტინმა სუვერენული დემოკრატია ახსენა, რაშიც გულისხმობს შეკრეჭილ, ფატობრივად, რუსულ დემოკრატიას, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან",- განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ "ეს იყო ანტიუკრაინული და ანტიდასავლური მესიჯი".
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)