|
2023-05-01 12:50:54, 1098 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. "მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას. საუბარი შეეხო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, სადაც ADB-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს 4 მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს რეგიონული კავშირები, სხვა საგზაო და მუნიციპალური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოზიციები. ასევე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საკითხებს. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა 2024 წელს, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე. დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)