19:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-30 12:33:30, 922 ნახვა

პოლიტიკა
ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ - მდინარაძე „ქართული ოცნების“ შესაძლო გარიცხვაზე

ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, შესაძლოა, "ევროპელ სოციალისტთა“ პარტიული ოჯახიდან გარიცხონ.

მდინარაძის განცხადებით, იმ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ოჯახის სიწმინდესა და ეროვნულ იდენტობას ეხება, რომელიმე ჯგუფიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დგებოდეს.

"თუკი, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას - ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე და ამას ეძღვნება კონფერენცია და ამის გამო თუ ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ უნდა გაირიცხოს, რადგან ამ ღირებულებებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას "ქართული ოცნება", ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ",- ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპელი სოციალისტების პარტია" (PES) პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვევის პარალელურად, საკუთარი რიგებიდან "ქართული ოცნების" გარიცხვის საკითხს განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციაზე სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics