|
2023-04-29 16:33:43, 981 ნახვა
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა რეზიდენციაში უმასპინძლა
საქართველოსა და თურქეთს შორის, მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ რეზიდენციაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, მისი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ. უწყების ხელმძღვანელმა ელჩს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თურქი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს რთულ ვითარებაში მყისიერი დახმარებისთვის და იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც საბაჟო დეპარტამენტი, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო, ჰუმანიტარული ტვირთების სწრაფად გატარების კუთხით ახორციელებს. შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)