|
2023-04-28 18:46:31, 1192 ნახვა
პოლიტიკა
კოლონა - EU-ში ინტეგრაციისას, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანების უფლებები და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორები იქნება
ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ყველა ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს, მაგრამ კომენტარს საჯაროდ არ გააკეთებს. "ჩემს ქვეყანაში, ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით თუ რა ხდებოდა პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ აქციები, დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს ფაქტს, რომ თქვენ ითხოვდით თავისუფლებას და უკეთეს დემოკრატიას, შედეგი კარგი იყო. პრეზიდენტი მაკრონიც მხარს უჭერდა სპონტანურ მოძრაობას ახალგაზრდების მხრიდან და ქართველი ხალხის მხრიდან. ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს თეთრზე შავით დაწერილი საგზაო რუკაა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, მე ყველა ამ საკითხს ხელისუფლებასთან განვიხილავ, მაგრამ არა საჯაროდ", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)