|
2023-04-28 18:19:32, 1393 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი - თეთრ სახლში თუ დამაბრუნებთ, ამერიკა კვლავ თავისუფალი ერი გახდება
თეთრ სახლში თუ დამაბრუნებთ, ვაშინგტონის კორუმპირებული ისტებლიშმენტის მმართველობა დასრულდება და ამერიკა კვლავ თავისუფალი ერი გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ ჰემფშირის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაზე არ უნდა იფიქროს და ქვეყნის განადგურების საქმე უნდა დასრულდეს. „ის ამბობს, რომ სამუშაოს დასრულება სურს. მას სურს, დაასრულოს ჩვენი ქვეყნის განადგურების საქმე, მაგრამ ამ მხრივ, ის რეალურად ძალიან ახლოსაა. სამწუხაროდ, ის ძალიან ახლოს არის საქმის დასრულებასთან. ამდენი განსხვავებული რამ გავაკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ დიდი სამუშაო. ჩვენ არასდროს მიგვიღია ამის დამსახურების აღიარება. მან არ იცის, რომ ცოცხალია და ძალიან სამწუხაროა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი საუბარი, როგორიც ახლა გესმით, რადგან ამ ბიჭს წარმოდგენა არ აქვს, როგორ ილაპარაკოს. ის ძალიან მკაცრია, როცა რბილი უნდა იყოს და ძალიან რბილია, როცა მკაცრი უნდა იყოს. ის ამბობს ისეთ რაღაცებს, რაც ძალიან ცუდია, პროვოცირებას ახდენს და შემდეგ სისუსტეს იჩენს. ეს არის ყველაზე გიჟური რამ. ის ზუსტად საპირისპიროს ამბობს, რაც თქვენ უნდა თქვათ“, - განაცხადა ტრამპმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)