|
2023-04-28 14:48:21, 1239 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს
საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და "არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები". "ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი, თანამდებობის პირი - პირადი ბანკირი; გრიგოლ ლილუაშვილი სუსი - ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი; ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი; ზურაბ აზარაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი. პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი; ვახტანგ გომელაური - შსს მინისტრი, ივანიშვილის დაცვის წევრი; ანზორ ჩუბინიძე- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ივანიშვილის დაცვის უფროსი; ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ივანიშვილის კომპანია "ბლექსი რივერას" დირექტორი. ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებები და ასეთი მმართველობის კლასიკური გამოვლინება. "დეოლიგარქიზაცია" ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები... ამაზე უკეთ, შეუძლებელია ავხსნათ ოლიგარქიული მმართველობა. აი, ეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, უტყუარი მტკიცებულებაა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის. ამის დაშლას, მოშლას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)