|
2023-04-27 23:22:22, 1235 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე - არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა
არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მთელი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს მიმართული, რომ მოხდეს „ქართული ოცნების“ იძულება, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. „მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. სტატუსის გამო იქნება თუ ზოგადად, დღეს ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა“, – განაცხადა სამნიძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)