|
2023-04-27 12:13:06, 1018 ნახვა
პოლიტიკა
ზბიგნევ რაუ - გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წაადგება
გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ქართველო კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, პოლონეთი ცდილობს, საქართველოსთვის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. "ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილი ამ წელს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სპეციალური სტუმარი და ჩვენ მასთან მაშინ განვიხილეთ საქართველოს პრობლემური მიმართულებები საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. ვიმსჯელეთ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებაზე. ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს, კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს",- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ზბიგნევ რაუ საქართველოს გუშინ, 26 აპრილს ეწვია და მისი ვიზიტი 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)