|
2023-04-27 11:39:20, 1003 ნახვა
პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან, 21 აპრილს მომხდარ ინციდენტსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე გამახვილდება. "ძირითადი აქცენტი და მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე გახლავთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რათა თითოეული მათგანი დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ყურადღება გამახვილდება თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ზოგადად, ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე საკითხები იქნება გააქტიურებული. ჩვენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი და შეურიგებელი ჭვრინისში მომხდართან დაკავშირებით. დაუშვებელია მსგავსი ფაქტი, როდესაც ჯერ ერთი, იყო უკანონო დაკავების მცდელობა, რა დროსაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება. ამგვარი ქმედება არის დაუშვებელი",- უთხრა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, 21 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)