|
2023-04-26 12:37:05, 913 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით! - ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც ქვეყნის პროგრესული მომავლისკენ სვლას გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით, 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო 92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ე ადგილზეა. სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომშია ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს! რატომ, რა ხდება? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით! შეგახსენებთ, გოლდა მეირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც უდაბნოში სახელმწიფო შექმნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე!“ სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი - კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)