22:20 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 11:07:58, 915 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას - საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით

პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ნიკა გვარამიასა და სხვა საქმეებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან.

"პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.

თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს.

მოსამართლეების პროფესიონალიზმი და სრული დამოუკიდებლობა, ასევე ჯანსაღი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ასევე არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ მხარესთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რათა გატარდეს საჭირო რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში. პროგრესი შეფასებული იქნება ევროკომისიის მოხსენებაში წლის ბოლოს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics