08:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-23 10:47:41, 1540 ნახვა

რეგიონი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერებს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებები გააცნეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა აგროდაზღვევის სახელმწიფო  პროგრამის ახალი პირობები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს გააცნო.

„აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-იანი თანადაფინანსება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში შესული ცვლილებებით უკვე მევენახე ფერმერებიც მოსავლის დაზღვევას 50% ნაცვლად, 70%-იანი თანადაფინანსებით შეძლებენ. ფერმერებს მოვუწოდებ, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი”, - განაცხადა  ნატალია ხარატიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო  პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო ყინვა მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვისაა, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში კი, 50 ჰექტარი. დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics