22:21 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 14:31:43, 836 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა, დაახლოებით, 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.

"შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. 

დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics