|
2023-04-20 23:10:06, 924 ნახვა
საზოგადოება
გრიგორიადისის ბაბუას სურვილი აქვს, რომ ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მას სურს, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. მისივე თქმით, სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ წაყენებულ მუხლს არ ეხება ნაფიცი მსაჯულთა განხილვა, თუმცა ის ამ კანონის გაფართოების ინიციატივაზე საუბრობს. "ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის იყო იქ. მე არ ვიცი ეს მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს…. მე აქედან ყველაფერს ვაკეთებ რისი გაკეთებაც შემიძლია. როგორც მეუბნებიან, ლაზარე, არის მხნედ, ვაჟკაცურად, იქედან მამხნევებს, ბაბუ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, ანუ კარგად არის. მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნაფიცი მსაჯულები რომ მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მგონი, ამ მუხლებს არ ეხება ნაფიცი მსაჯულები და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდნენ", - განაცხადა გია კალანდაძემ. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)