|
2023-04-20 13:08:37, 1338 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდაა. როგორც შამუგიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით არის გაზრდილი და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება; 2021 წელთან შედარებით 13%-იანი ზრდა ფიქსირდება. "ამავე დროს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სოფლად 6.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და 2022 წელს, 15.7 პროცენტი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5 პროცენტული პუნქტით)", - განაცხადა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)