|
2023-04-14 18:22:47, 1416 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე
ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-მ მხარდაჭერა გაზარდა იმ ქვეყნებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესია ემუქრებათ, მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან პატრნიორობაში ინვეცტიციების დაბანდებას გააგრძელებს. „ჩვენ ასევე გავზარდეთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესიის საფრთხe ემუქრებათ, მათ შორის, მოლდოვის მიმართ. ჩვენი მეგობრები საქართველოში არიან ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები და ველოდებით ჩვენს პარტნიორობაში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას. წარმატებას გისურვებთ ევროკავშირის ფრონტზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იაროთ ევროპისკენ“, - განაცხადა ჯოანა მირჩამ.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)