23:19 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 15:23:47, 1770 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი - რუსეთი ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, შექმნას „მეორე ფრონტი“ საქართველოსა და მოლდოვაში

რუსეთი თავის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, შექმნას „მეორე ფრონტი“ საქართველოსა და მოლდოვაში ისევე, როგორც პოლონეთის სამხედრო კონტინგენტი ბელარუსის საზღვარზე,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე.

"ამ ფაქტორების კომბინაცია არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვდუნდეთ. ჩვენ არ ვდუნდებით, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ვითვალისწინებთ მათ ჩვენს გეგმებში - ორივეგან, სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ და სხვა ასპექტებში",- განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დასავლეთი მხარს აქტიურად უჭერდა.

"როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას ნათლად აჩვენა, როდესაც მოლდოვაში იყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ. დასავლეთმა დაგმო ეს, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამავდროულად, საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ, მითხარით, საიდან მოდის ფული",- დასძინა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics