14:39 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 16:27:10, 1118 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და პორტუგალიას შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში პარტნიორობა ღრმავდება

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის ცენტრს (JusticeHub), დიგიტალიზაციის სააგენტოსა და მოქალაქის სახლს ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების არსებულ მოდელსა და სისტემას, მათ შორის, ონლაინ ხელმისაწვდომ და დიგიტალიზებულ სერვისებს. ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოსა და პორტუგალიაში საჯარო მმართველობის სისტემაში დანერგილი ელექტრონული ადმინისტრირებისა და ინოვაციების შესახებ.

ციფრული მმართველობის სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics