|
2023-04-12 15:06:08, 1458 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობის კადრებზე - ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა
ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა,- ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოკადრებს. პესკოვმა გავრცელებულ კადრებს "საშინელი" უწოდა და განაცხადა, ვიდეოს გადამოწმების მიზეზი კრემლის ეჭვებია - მოხდა თუ არა ეს და თუ ასეა, სად და ვის მიერ. "რა თქმა უნდა, სოციალურ მედიაში კადრები სამხედრო მოსამსახურის თავის მოკვეთის შესახებ საშინელებაა. ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ შევამოწმოთ ეს სიმართლეა თუ არა, მოხდა თუ არა ეს. თუ ეს მოხდა, მაშინ სად და ვის მიერ",- განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, გუშინ, 11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს დანით თავს აჭრიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)