|
2023-04-12 14:54:35, 1305 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ახორციელებს სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლების გაზრდა და კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პოტენციალის გამოყენება, ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ადამიანური კაპიტალის პროექტი, ინოვაცია და ციფრული განვითარება და სხვა. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს, ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)