|
2023-04-06 16:31:19, 708 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი განახლდა
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გზის საფარი წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, რის შემდეგაც დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია დაიწყო - მოეწყო გზის საფუძველი, ბორდიური, ახლა კი ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. შედეგად, ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 000-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა. ადგილობრივ მოსახლეობას მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)