04:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 10:11:47, 745 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი სანქციებზე - ეს გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც

ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, - ასე ეხმაურება ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

ლინკევიჩიუსის თქმით, მოსამართლეების დასანქცირება "გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც"

"ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე, მედიის შეზღუდვის შესახებაც. 
ეს გაფრთხილებაა ოლიგარქებითვისაც", - აღნიშნავს ლინას ლინკევიჩიუსი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics