|
2023-04-05 13:34:46, 890 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას deutsche welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპელი ლიდერები ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხები იქნება. ასევე, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან, ურთიერთობის აღდგენაა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი აპირებს, რომ სი ძინპინს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჩინეთის გავლენების გამოყენება სთხოვოს. "ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მყისიერი და რადიკალური გავლენა მოახდინოს კონფლიქტზე, ამა თუ იმ მიმართულებით“,- განაცხადა მაკრონის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიზიტის წინ. ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი ჩინეთში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს პირველი ვიზიტია, ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)