|
2023-04-04 17:03:47, 853 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ფინეთის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარები, ფინეთის თანხმობის გარეშე არ განლაგდება
ფინეთის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარები, ფინეთის თანხმობის გარეშე არ განლაგდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატო ფინეთსა და ალიანსის ყველა მოკავშირე ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, ამასთან ერთად მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს შეკავების პოლიტიკის მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა. „რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში გვაქვს წვრთნები, გვაქვს საზღვაო და საჰაერო წარმომადგენლობა, მაგრამ არ გვაქვს ნატო-ს მუდმივი სამხედრო ბაზები. ეს საკითხი არ ყოფილა პრობლემა ფინეთსა და ნატო-ს დისკუსიებში. რეალობა ისაა, რომ ეს არის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომის შედეგი უკრაინის წინააღმდეგ. ვიცით ფინეთის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს იმ სისასტიკეზე, რომელიც ომმა შეიძლება მიაყენოს ქვეყანას. სისასტიკეს ვხედავთ უკრაინაში და სისასტიკე გაიარა ფინეთმა ზამთრის ომის დროს 1930 -1940 წლებში. ამ ომით პუტინი დაემუქრა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეალურად დაემუქრა ევროპის ყველა ერს, ვისაც სურდა და სურს საკუთარი გადაწყვეტილების მიღება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთმა გადაწყვიტა გაწევრიანდეს ალიანსში და ნატო ძლიერდება, ფინეთი უფრო უსაფრთხო გახდება ალიანსში, სადაც ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ყველა მოკავშირეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ნატო-ს შეკავების პოლიტიკის მიზანი არ არის კონფლიქტის პროვოცირება. ჩვენი მიზანია კონფლიქტის თავიდან აცილება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ნატო-ს ალიანსის გაფართოების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, რუსეთი დამატებით ზომებს მიიღებს.
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)