|
2023-04-04 11:20:28, 934 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, EU-ს წევრობამდე კიდევ ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი
თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ევროკავშირის წევრობამდე კიდევ ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაერთიანების 27 წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიიღებს. "ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. ახლა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ. 27 სახელმწიფო საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს. იმედი მაქვს, რომ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. თუ კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, კიდევ ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი ევროკავშირის წევრობამდე... ევროკავშირის წევრობა საქართველოს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს. ეს ნიშნავს სტაბილურობას, სიმშვიდეს, კეთილდღეობას, ცხოვრების მაღალ დონეს", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი. შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. მიმდინარე კვირაში კი, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ და წინასწარი ვარაუდოთ, საქართველოსთვის კანიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას გასცემს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)