07:39 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 13:37:54, 906 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას ახლაც ვერ ბედავენ, იციან, რომ დარჩებიან წაგებულები

ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის შეტანა იმიტომ, რომ იციან, რომ დარჩებიან წაგებულები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სარჩელის არგაგზავნის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილის დამცველებს არ აქვთ სიმყარის შეგრძნება და ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში.

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 29 მარტს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნება, როგორც კი , მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა და საკუთარ დასკვნას დადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics