|
2023-03-28 15:24:14, 821 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია
ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ასევე, მის უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ელოდება პარლამენტში". „ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, მაგალითად, მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას, რასაც ობიექტურად იტყვის, ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზეც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამაზეც ვიტყვით“,- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 27 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა სექსუალური შევიწროების საკითხებს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა საგანებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, რითაც მოძალადეს აგულიანებს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)