|
2023-03-27 16:04:32, 733 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - უმოკლეს ვადებში შევიტან საჩივარს ნათია ბერიძის და POSTV-ის წინააღმდეგ
უმოკლეს ვადებში აუცილებელად შევიტან საჩივარს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით ნათია ბერიძის და POSTV-ის წინააღმდეგ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, შალვა რამშვილმა გამოიყენა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი თავისი პირადი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. "უმოკლეს ვადებში აუცილებელად შევიტან საჩივარს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით ნათია ბერიძის და POSTV-ის წინააღმდეგ. სწორედ ესაა ცილის წამება, მეტი კი არაფერია, რომ რაღაც არარეალური ფაქტი დაგაბრალონ და გაასაღონ სიმართლედ. ეს არის შალვა რამიშვილის და ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანია, სადაც შალვა რამშვილმა გამოიყენა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მისი პირადი პროპაგანდისტული მიზნებისთვის",- განაცხადა ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)