|
2023-03-25 17:08:27, 897 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - პოლარიზაციის დაძლევის პროცესში, ეკლესია ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს
პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. "გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა. ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს",- წერს ზურაბიშვილი.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)