|
2023-03-24 17:54:09, 879 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი დეკანოიძეზე - ამ ვითარებაში, ასეთი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს
ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილი ასევე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ხატია დეკანოიძის პარტიიდან წასვლის საკითხს და განაცახადა, რომ " ასეთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი" მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. „ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ძალიანაც შეიძლება არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ ბრძოლის ველზე როცა არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ეს მისი საქმეა და მე გეტყვით, რომ ჩემი საქმეა ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ის, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველა. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)