|
2023-03-24 12:12:32, 730 ნახვა
პოლიტიკა
ბერბოკი - გვინდა, საქართველო ევროკავშირში ვნახოთ
მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ. თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბერბოკის თქმით, მთავარი გზავნილი, რისთვისაც ის საქართველოში ჩამოვიდა, გერმანიის მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერაა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „გერმანიაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ რა ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ. თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი. სამოქალაქო საზოგადოება ეს არის შანსი, ეს არის რწმენა ევროპული ღირებულებებისა. საქართველო არის ევროკავშირი, ამაში დაგვარწმუნა არამხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც და საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გვინდა საქართველო ვნახოთ ევროკავშირში. გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“,- განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, საქართველოში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე, არასამთავრობო სექტორს ესაუბრა. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)