|
2023-03-22 12:49:37, 1067 ნახვა
პოლიტიკა
დაპირისპირება პარლამენტში - ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პლენარულ სესიაზე დაპირისპირება თავდაპირველად დეპუტატებს - სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასევე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს, ხათუნა სამნიძესა და მმართველი გუნდის წევრ გია ვოლსკის შორის, რა დროსაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა. საკანონმებლო ორგანოს სასესიო დარბაზში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)