|
2023-03-22 12:13:58, 1112 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე - რა მიზანსაც შეიძლება აღწევდეს უკრაინაში, იგივე მიზანს ვერ მიაღწევს საქართველოში
რა მიზანსაც შეიძლება აღწევდეს უკრაინაში, იგივე მიზანს საქართველოში ვერ მიაღწევს,- ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ოლიგარქია ცდილობს გავლენას ხელისუფლებაზე, ხოლო საქართველოში კი, ის ხელისუფლებაშია. "პირდაპირ კოპირება კანონპროექტის, რა მიზანსაც შეიძლება აღწევდეს უკრაინაში საქართველოში ვერ მიაღწევს, რადგან საქართველოში არის სრულიად განსხვავებული სამართლებრივი რეალობა. უკრაინაში ოლიგარქია ცდილობს, კვლავ გავლენას ხელისუფლებაზე, ხოლო საქართველოში ოლიგარქია ხელისუფლებაშია, ამიტომ ერთი და იგივე კანონი არ მოემსახურება ერთი და იგივე მიზანს. მით უმეტეს, როდესაც ოლიგარქიის შესახებ შეფასებას აკეთებს მთავრობა, რომელიც თავად არის საუკეთესო მტკიცებულება ოლიგარქიული მმართველობის იმიტომ, რომ ღარიბაშვილი, რომ არა ოლიგარქიული მმართველობა, ვერასოდეს გახდებოდა პრემიერ-მინისტრი - ეს ყველამ ვიცით. ოლიგარქიაში წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კარზე სამსახურთან არიან დაკავშირებული: გომელაური, ლილუაშვილი და ა.შ.",- განაცხადა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 21 მარტს პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მესამიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა გახდა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)