|
2023-03-21 21:57:42, 1522 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის დასასრულებლად
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მოსკოვში შეხვდა, რათა განეხილათ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ვლადიმერ პუტინის თქმით, ჩინეთის მიერ შედგენილი სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა განხორციელდეს, მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის. „ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის“, - განაცხადა პუტინმა. მაგრამ ჩინეთის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ. ამასთან დაკავშრებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება, ხელს შეუწყობს რუსეთის დაპყრობის რატიფიკაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)