|
2023-03-21 10:09:28, 1093 ნახვა
პოლიტიკა
Politico - EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“,- განაცხადა კოლონამ. გამოცემის ცნობითვე, თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა. „მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ სულ უფრო მეტი ქართველი შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის დამფუძნებელს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან,“- წერს გამოცემა. Politico-ს ცნობითვე, მისმა რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა ბლოკს მოუწოდეს, რომ სანქციები დაწესდეს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგაც. „რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გაზარდა შიში, რომ მოსკოვი ჩაერევა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, განსაკუთრებით მოლდოვას პოლიტიკაში, რომლის პროევროკავშირის პრეზიდენტმა საჯაროდ ამხილა კრემლის გეგმები მთავრობის დამხობის შესახებ",- წერს გამოცემა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)