|
2023-03-20 11:31:51, 855 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები და ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ირაკლი დარჩიაშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან პოლონელი ექიმები, რადგან პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად კრიტიკულია. ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არა ევროპარლამენტარების, არამედ პუტინის მოწოდებებს ასრულებენ. "იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასრულებენ არა იმ მოწოდებებს, რომლებიც ისმის ევროპარლამენტარების მხრიდან, არამედ რაც არის დაანონსებული ლავროვის, ზახაროვას, პუტინის მიერ და რასაც ადგილობრივ დონეზე ემსახურებიან რუსი პროპაგანდისტები. მათ შორის - ღარიბაშვილი, კობახიძე და სხვა რუსი პროპაგანდისტები. მოვუწოდებ ყველას, ვინც ხართ პასუხისმგებლები, ყველა თქვენგანის სანქცირების საკითხი აუცილებლად დადგება თუ არ შეასრულებთ ამ მოთხოვნებს’’ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, "ტვ პირველთან" საუბრისას.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)