|
2023-03-19 15:45:41, 1498 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანია დაასანქცირა - სიაში ირანელი და სირიელი პირებიც მოხვდნენ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 400-ზე მეტ ადამიანსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასანქცირებულთა უმრავლესობა რუსია, თუმცა სიაში ასევე მოხვდნენ ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც აგრესიას უჭერენ მხარს და რუსეთს დახმარებას უწევენ. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის ნაწილია. „ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი სანქციებია. 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანიაა. მათი უმრავლესობა რუსია. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ესენი არიან ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც ეხმარებიან ტერორს... ისინი მოქმედებენ ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და საბოლოოდ, ყველაფერზე პასუხს აგებენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)