|
2023-03-17 23:10:31, 1552 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. „ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, - დასძინა ბორელმა. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)