09:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 16:51:22, 1991 ნახვა

რეგიონი
აჭარაში მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის ტრენინგები იწყება

რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამას მარტის ბოლოდან  იწყებს და მასში ჩართვა აჭარაში მოქმე გიდებს, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ შეუძლიათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, წელს, პირველად ტრენინგები ჩატარდება აჭარაში მოქმედი თურქულენოვანი გიდებისთვის, რომლებიც ბათუმისა და აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდებიან. ტრენინგების გავლისას, გიდის პროფესიის დაუფლებისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების შესწავლის საშუალება მიეცემა დამწყებ გიდებსაც. 

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სატრენინგო პროგრამას სთავაზობს რეგიონში მოქმედი განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს. განთავსების ობიექტების ეფექტური მუშაობის მიმართულებით ჩატარდება ტრენინგები მმართველი რგოლისათვის (მეპატრონეები, მენეჯერები), ასევე მიმღები განყოფილების თანაშრომლების,  დასუფთავების სამსახურის მენეჯერ-სუპერვაიზერებისა და დიასახლისებისათვის. აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას გაივლის  რეგიონში ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილების კვების ობიექტების მზარეულები. სატრენინგო პროგრამებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ სერვისის განვითარების ვებპორტალზე http://serviceajara.ge/, სადაც განთავსებულია საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამის კალენდარი. საგაზაფხულო ტრენინგ-პროგრამებისას ჯამში 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics