|
2023-03-15 21:20:18, 799 ნახვა
პოლიტიკა
შოლცი - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შვედეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა კი თავის მხრივ გამოთქვა იმედი, რომ შვედეთი ნატო-ს წევრობისთვის რატიფიკაციას თურქეთში 14 მაისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღებს. „გვინდა, რომ ორივე ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ყველა არსებული საშუალებით, რათა ეს პროცესი სწრაფად განვითარდეს. ჩვეულებრივ ხანგრძლივობასთან შედარებით, ეს რეალურად სწრაფი პროცესია. ჩვენი მიზანია ეს სწრაფად განხორციელდეს და შვედეთი ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი. ეს კარგია შვედეთისთვის და ეს კარგია ნატო-სა და ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ევროპის უსაფრთხოებისთვის ჩვენი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობა გვჭირდება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)