14:18 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 18:50:10, 788 ნახვა

პოლიტიკა
ALDE-ს პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა გვინდა ნამდვილი რეფორმების დანახვა

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მანამდე გვინდა დავინახოთ რეფორმები, ოღონდ ნამდვილი და არა ყალბი, - ამის შესახებ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის პრეზიდენტმა ილჰან კიუჩუკიმ განაცხადა.

მისივე თქმით,  ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ამ მძიმე პერიოდში ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

მან დასძინა, რომ ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ფასეულობების პატივისცემას მოაქვს კანონის უზენაესობა.

"საქართველოს დემოკრატიისთვის ამ რთულ დროს ჩვენ ქართველი ხალხის, ასევე ქართველი ლიბერალებისა და დემოკრატების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მხარს ვჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მანამდე გვინდა დავინახოთ რეფორმები, ოღონდ ნამდვილი და არა ყალბი. რეფორმებს, ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ფასეულობების პატივისცემას მოაქვს კანონის უზენაესობა", - განაცხადა ილჰან კიუჩუკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics