|
2023-03-15 18:30:15, 805 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს
ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არის უკრაინული და დაამტკიცა ის, თუ როგორ ატყუებს რადიკალური ოპოზიცია მსგავს თემებზე საზოგადოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ ასევე დაადასტურა, რომ რეკომენდაციები, რაც დაფიქსირდა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნას, კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ამით 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შესრულდეს. „ჩვენ ვენეციის კომისიიდან მივიღეთ დასკვნები მთელ რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტიც. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ გადავაგზავნეთ ეს რეკომენდაცია, რადიკალური ოპოზიცია როგორ ამბობდა და ატყუებდა ხალხს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციატივა, არ არის უკრაინული. ვენეციის კომისიამ დაადგინა და თქვა, რომ დიახ, ეს არის უკრაინული ვარიანტი. გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, შენიშვნები და ბუნებრივია ამას განხილვის დროს გავითვალისწინებთ. ჩვენ პირველი მოსმენის დროსაც გვქონდა შესწორებები, რომ კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან იყოს თანხვედრაში. თუმცა, ეს რომ გაგვეკეთებინა შემდეგ უკვე ეს რადიკალური ოპოზიცია იტყოდა, რომ ეს არ არის უკრაინული, არის ქართული ვარიანტი კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის უკრაინული მოდელი და რადიკალური ოპოზიცია ატყუებს მსგავს თემებზე საზოგადოებას. ვენეციის კომისიამ ასევე დაადასტურა ის, რომ ის რეკომენდაციები, რაც დაფიქსირდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავითვალისწინოთ, კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მივიღოთ და ამით 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შევასრულოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)