|
2023-03-15 18:10:04, 797 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე - თუ ხელისუფლება ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნის, ხალხი ისევ დადგება ქუჩაში
იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში, - ამის შესახებ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორებისგან იგრძნობა, რომ ისინი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგანან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის ევროპულ მომავალს. "ყველა განცხადებით, რომელიც გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, ჩანს, რომ ისინი დგანან ჩვენი ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უშვებს სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს და მიზანმიმართულადაც ხელს უშლის ჩვენს ევროპულ მომავალს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან, ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ჩვენ ვაიძულებთ ქართულ ოცნებას, შეასრულოს 12 პუნქტი. მე ვფიქრობ, იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში და ისევ მოითხოვს ქართული ოცნებისგან 12 პუნქტის შესრულებას", - განაცხადა სამნიძემ.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)