|
2023-03-15 17:13:22, 1485 ნახვა
ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - ცხრა ქვეყანა აპირებს, რომ უკრაინას 150-ზე მეტი Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს
ცხრა ქვეყანა აპირებს, რომ უკრაინას 150-ზე მეტი Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, საუბარია ცხრაზე მეტი ჯავშან ბრიგადის ფორმირებაზე. „ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის შესაქმნელად. ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ Leopard-ის ტიპის ტანკს მიაწვდის“, - თქვა ოსტინმა. შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს გერმანიის მთავრობა ოფიციალურად დათანხმდა უკრაინისთვის 14 ერთეული Leopard-ის 2 ტიპის ტანკის გადაცემას და სხვა ქვეყნებს გერმანული წარმოების ტანკების უკრაინაში რეექსპორტის უფლება მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)