14:13 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 12:52:28, 1141 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი - მზად ვარ, შევხვდე ყველას, ვინც ხელისუფლებისგან საფრთხეს გრძნობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადაა, 7-9 მარტის აქციების მონაწილე სტუდენტებს შეხვდეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იოსელიანი მზად არის შეხვდეს ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე დაირღვა მათი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

"სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას და აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. 

2023 წლის 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია პირველის ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 7-8-9 მარტს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებას აქციების დროს დაკავებული პირების გაათავისუფლებას ითხოვდნენ.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, თუმცა მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics