|
2023-03-12 16:52:39, 820 ნახვა
პოლიტიკა
მელია მერაბიშვილზე - რუსეთისა და „ოცნების“ პროპაგანდისთვის საკვების მიცემა ყველაზე ცუდი სამსახურია
რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა ყველაზე ცუდი სამსახურია, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ხელისუფლების შეცვლის საკითხებზე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მერაბიშვილის აზრი აინტერესებთ მათ, ვინც ოპოზიციაში არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი გავლენების მოსაპოვებლადაა. "ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს. ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად. სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა! ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში გლობალური ინიციატივის - SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს თქვა, რომ იგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება. მერაბიშვილის განცხადებით, აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)