15:57 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 13:05:26, 1072 ნახვა

საზოგადოება
არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე - ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, ინფორმაცია საქართველოს ან რუსეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციაა. 

"მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ.უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი.

ქართველ ხალხს უყვარს თავისუფლება, აფასებს და მზადაა ის დაიცვას. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ღირსეული პასუხი გასცეს დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას, აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ. მადლობა იმ ქართველებს, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ მხარეს იბრძვის, მადლობა მხარდაჭერისთვის",- განაცხადა არახამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics