|
2023-03-09 04:58:35, 957 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა შსს-ს მანქანა დემონსტრაციულად დაწვეს
აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა დემონსტრაციულად დაწვეს, რის შემდეგაც, სპეცრაზმმა ცეცხლი წყლის ჭავლით ჩააქრო. ცეცხლის ჩაქრობის მიუხედავად, ავტომობილი კვლავ აალდა და თითქმის მთლიანად დაიწვა. სულ ცოტა ხნის წინ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა ისევ გამოიყენეს. წყლის ჭავლის მანქანა მათ დაშლისკენ ამ დრომდე მოუწოდებს და აფრთხილებს: "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები". მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები ოპერის და ბალეტის თეატრამდე ჩაწია, ისინი უკან დაბრუნდნენ და აქციას "რუსთაველის თეატრის" ასევე სასტუმრო "თბილისი მერიოტის" წინ აგრძელებენ, რუსთაველის გამზირზე დარბეულ დემონსტრანტებს, მოქალაქე ცხელ ჩაის ურიგებს. მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან. „შეჩერდით!“, - ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)